Quantcast
Channel: Announce.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 10735

კონკურსი სამეცნიერო სტატიების მიღებაზე

$
0
0
„ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი“ ორგანიზაცია \"ახალგაზრდა ადვოკატებთან\"ერთად აცხადებს კონკურსს სამეცნიერო სტატიების მიღებაზე სამეცნიერო ჟურნალ \"ახალგაზრდა ადვოკატების\"მეცხრე ნომერში გამოსაქვეყნებლად.\r\n\r\nჟურნალის გამოცემა დაიწყო 2014 წლის პირველი ნახევრიდან და ის წარმოადგენს რეფერირებად გამოცემას. ჟურნალს აქვს მინიჭებული პერიოდული გამოცემის ნომერი - ISSN 1512-4525 .\r\n\r\nჟურნალში სტატიის გამოქვეყნება შეუძლიათ, როგორც დოქტორის ან/და მასთან გათანაბრებულიაკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ასევე დოქტორანტებს, მაგისტრებს/მაგისტრანტებს და ბაკალავრებს. სამეცნიერო ჟურნალი \"ახალგაზრდა ადვოკატები\"სტატიებს გამოაქვეყნებს სამართლის სფეროში არსებულ ნებისმიერ საკითხზე.\r\n\r\nსამეცნიერო ჟურნალის მეცხრე ნომრის გამოცემა მოხდება 2018 წლის ივნისში. სტატიების \r\nმიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 05 ივნისი 18:00 საათი.\r\n\r\nმოთხოვნები სტატიისადმი:\r\n** სტატიის საორიენტაციო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 12 გვერდს;\r\n** სტატია უნდა აიკრიფოს 12 ზომის Sylfaen-ის შრიფტით;\r\n** სტრიქონებს შორის დაშორება უნდა იყოს 1.5 ინტერვალი;\r\n** სტატიას უნდა ახლდეს მოკლე რეზიუმე;\r\n** სტატიაში გამოყენებული უნდა იყოს სქოლიოები. წყაროს მითითება უნდა განხორციელდეს ორიგინალის ენაზე შემდეგი წესით: წიგნის შემთხვევაში - მიეთითოს წიგნის დასახელება; ავტორ(ებ)ის ან/და რედაქტორის სახელი დაგვარი; გამომცემლობა, ქალაქი, გამოცემის წელი; სტატიის შემთხვევაში - სტატიის დასახელება, ავტორ(ებ)ის სახელი დაგვარი; გამოცემის დასახელება, ნომერი, გვერდები და წელი.\r\n\r\nნაშრომში დაცული უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობა:\r\n1. სტატიის სათაური;\r\n2. ავტორის სახელი და გვარი;\r\n3. სამეცნიერო ხარისხი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);\r\n4. სტატია;\r\n5. გამოყენებული ლიტერატურა;\r\n6. რეზიუმე. \r\n\r\nსტატიის მიღება იწარმოებს შემდეგი წესით:\r\n** ავტორმა სტატიის ელექტრონული ვერსია უნდა გადმოაგზავნოს Word-ის დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე- Infoedubarristers@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ სტატია. ჟურნალის რედაქციის მიერ განიხილება სტატია და ავტორს არაუგვიანეს 2018 წლის 20 ივნისისა ეცნობება პასუხი ჟურნალში სტატიის გამოქვეყნების შესახებ.\r\n** სტატია, რომელშიც არ იქნება დაცული სტატიისადმი არსებული მოთხოვნები და თანმიმდევრობა, არ იქნება განხილული და ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.\r\n** სტატია უნდა აკმაყოფილებდეს მის მიმართ წაყენებულ ყველა მოთხოვნას. ჟურნალის \r\nრედაქცია არ განახორციელებს სტატიის ჩასწორებას, თუმცა უფლებას იტოვებს შენიშვნებით დაუბრუნოს უკან ავტორს. \r\nავტორის მხრიდან შენიშვნების გათვალისწინებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში რედაქცია კვლავ განიხილავს სტატიის გამოქვეყნების საკითხს.\r\n** ავტორი თავად არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე, მის ღირებულებასა და მასში \r\nმოყვანილ ფაქტებზე.\r\n** ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატია არც წერილობითი და არც ელექტრონული ფორმით არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან/და გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნებისმიერ სხვა გამოცემაში.\r\n** სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაზე საავტორო უფლება ეკუთვნის სამეცნიერო \r\nჟურნალ \"ახალგაზრდა ადვოკატებს\", ორგანიზაცია \"ახალგაზრდა ადვოკატებს\"და \"ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრს\".\r\n\r\nსამეცნიერო ჟურნალ \"ახალგაზრდა ადვოკატების\"ელექტრონული ვერსიები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - http://edubarristers.ge/ge/page/index/16 \r\n\r\nდამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე 555 67 00 77 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: Infoedubarristers@gmail.com

Viewing all articles
Browse latest Browse all 10735

Trending Articles