Quantcast
Channel: Announce.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 10725

ტრენინგების ციკლი სტარტაპერებისთვის

$
0
0
ქ. თბილისში ,,ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართება ტრენინგების ციკლი სტარტაპერებისთვის. \r\n\r\nპროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პირებს, რომლებიც ფლობენ სტარტაპის ფარგლებში ბიზნესს, მუშაობენ ასეთ კომპანიაში ან უახლოეს მომავალში აპირებენ ბიზნესის წამოწყებას. \r\n\r\nპროექტის მიზანია სტარტაპერების ინფორმირება იმ სამართლებრივ და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც შესაძლოა შეხვდნენ ბიზნესის განვითარების პროცესში.\r\n\r\nკურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:\r\n1. ბიზნეს სუბიექტის რეგისტრაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;\r\n2. დირექტორების და პარტნიორების პასუხისმგებლობის საფუძვლები საქართველოს კანონმდებლობაში;\r\n3. შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები;\r\n4. სტარტაპ ბიზნესთან დაკავშირებული აქტუალური საგადასახადო საკითხები ;\r\n5. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრაქტიკული ასპექტები;\r\n6. საქმიანი მოლაპარაკების წარმოების გზები. \r\n\r\nკურსს წარუძღვებიან ,,ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის“ ტრენერები: მარიკა არევაძე, ნონა ზუბიტაშვილი, თამარ იოსელიანი, ქეთევან მაკარაძე.\r\n\r\nტრენერების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ საიტზე: http://edubarristers.ge/ge/team/members/2 \r\n\r\nსასწავლო კურსის ხანგრძლივობა - 4 შეხვედრა (12 საათი)\r\nსასწავლო კურსის დაწყების თარიღი: 09 მაისი 2018 წ. \r\nტრენინგების ჩატარების დრო: \r\n09 მაისი 2018 წ. 19:00 – 22:00 სთ;\r\n10 მაისი 2018 წ. 17:00 – 21:00 სთ;\r\n12 მაისი 2018 წ. 12:00 – 15:00 სთ;\r\n13 მაისი 2018 წ. 12:00 – 15:00 სთ.\r\nსასწავლო კურსზე რეგისტრაციის და თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადა: 02 მაისი 2018 წ. \r\nსასწავლო კურსის ღირებულება - 250 ლარი \r\n\r\nკურსზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1HI0wg-e3kPLJt1ktey_2JQxz2FGycj-09C3zXm8HrFc/viewform?edit_requested=true \r\n\r\nშენიშვნა: 6 მსმენელზე ნაკლები რაოდენობის შემთხვევაში ჯგუფი არ შედგება. \r\n\r\nგადახდისთვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები:\r\nსს „თიბისი ბანკი“\r\nბანკის კოდი: TBCBGE22\r\nა/ა GE33TB7515136020100003 \r\nდანიშნულებაში მიუთითეთ - ,,ტრენინგები სტარტაპერებისთვის“ მსმენელის სახელი და გვარი; \r\n\r\nტრენინგების გავლის შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ ორენოვანი (ქართული და ინგლისური) სერტიფიკატები. \r\n\r\nდამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:\r\nInfoedubarristers@gmail.com\r\n555 67 00 77

Viewing all articles
Browse latest Browse all 10725

Trending Articles