კურსის აღწერა\r\n\r\nIT Essentials –ის კურსი მოიცავს კომპიუტერის საფუძვლებს, პროგრამულ უზრუნველყოფას, უსაფრთხოების საკითხებს, ქსელების საფუძვლებს.\r\n\r\nმსმენელები რომლებიც დაასრულებენ კურსს, შეძლებენ შიდა კომპიუტერული კომპონენტების აღწერას ასევე ოპერაციული სისტემების ინსტალაციას, კომპიუტერის დიაგნოსტიკასა და პრობლემის აღმოფხვრას.\r\n\r\nმსმენელები ასევე შეძლებენ ლოკალური ქსელის შექმნას, რესურსების გაზიარებასა და წვდომის კონტროლის განსაზღვრას.\r\n\r\nკურსის საფუძვლები\r\n\r\n1. პერსონალური კომპიუტერის საფუძვლები - აღწერილია პერსონალური კომპიუტერის სისტემა.\r\n\r\n2.ლაბორატორიული პროცედურები და ხელსაწყოების გამოყენება-უსაფრთხოების დაცვა ლაბორატორიული პროცედურების დროს და ხელსაწყოების სწორი გამოყენება.\r\n\r\n3.კომპიუტერის აწყობა - ლაბორატორიული პროცედურები და ხელსაწყოების გამოყენება. უსაფრთხოების დაცვა ლაბორატორიული პროცედურების დროს და ხელსაწყოების სწორი გამოყენება.\r\n\r\n4. პროფილაქტიკური ღონისძიებების მიმოხილვა და პრობლემის გადაწყვეტა - პროფილაქტიკური ღონისძიებების ძირითადი მიზნებისა და წესების განხილვა. პრობლემის აღმოფხვრის პროცესები.\r\n\r\n5. ოპერაციული სისტემები - ინსტალაცია, განახლება, სხვადასხვა ოპერაციული სისტემების მართვა და პრობლემის გადაჭრა.\r\n\r\n6. ქსელები - ქსელის დაგეგმვა, შექმნა და მართვა.\r\n\r\n7. პორტატული მოწყობილობები - ლეპტოპების, ნოუთბუქების აღწერა, ძირითადი კონფიგურაცია, ტექნიკური მომსახურეობა, დიაგნოსტიკა და პრობლემების აღმოფხვრა.\r\n\r\n8. მობილური მოწყობილობები - ოპერაციული სისტემები, ძირითადი კონფიგურაცია, ტექნიკური უსაფრთხოება და პროგრამული აღდგენა.\r\n\r\n9. პრინტერები და სკანერები - ყველა საჭირო პროცედურის მიმოხილვა, რომელიც დაკავშირებულია პრინტერებისა და სკანერების გამოყენებასთან.\r\n\r\n10. უსაფრთხოება - უსაფრთხოების მნიშვნელობა, ძირითადი საფრთხეების აღწერა და უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება.\r\n\r\n11. კომუნიკაციისთვის საჭირო უნარები - პროფესიონალური უნარებისა და საკომუნიკაციო ტექნიკის აღწერა.\r\n\r\n12. დიაგნოსტიკა და პრობლემის გადწყვეტა - კომპიუტერის ოპერაციული სისტემების, პორტატული კომპიუტერების, პრინტერებისა და სკანერების, ქსელისა და უსაფრთხოების პრობლემების აღმოჩენა და მათი გადაწყვეტის გზების განხილვა.\r\n\r\nსწავლის შედეგი\r\n\r\nIT Essentials კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება:\r\n\r\nინფორმაციული ტექნოლოგიების განსაზღვრა და პერსონალური კომპიუტერების მოწყობილობების აღწერა.\r\nუსაფრთხოების პროცედურების დაცვა კომპიუტერის აპარატურასთან მუშაობის პროცეში.\r\nკომპიუტერის აწყობა.\r\nოპერაციული სისტემის ინსტალაცია და მართვა.\r\nკომპიუტერის კონფიგურაცია ქსელთან დასაკავშირებლად.\r\nპორტატული მოწყობილობების ძირითადი კომპონენტების განახლება.\r\nმობილური მოწყობილობების ძირითადი ფუნქციებისა და მახასიათებლების გამოყენება .\r\nქსელური პრინტერის ინსტალაცია და კონფიგურაცია.\r\nაპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების დაცვა.\r\nტექნიკური მომსახურება და ძირითადი პრობლემების გადწყვეტა.\r\nმომხმარებლის საჭიროების შეფასება, შესაძლო კონფიგურაციის ანალიზი და მისთვის რეკომენდაციის გაწევა აპარატურის, ოპერაციული სისტემების, ქსელისა და უსაფრთხოების საკითხებში.\r\n\r\n\r\n(995) 593 55 50 25 \r\n(995) 555 87 08 80 \r\nვებ-გვერდი:ctaedu.ge \r\nfacebook: Computer Technologies Academy\r\nელ-ფოსტა: ctaedu.ge@gmail.com
↧