სასწავლო ცენტრი „ქართული გენი“ გთავაზობთ გერმანული ენის შემსწავლელ კურსებს. შემდეგი მიმართულებებით: \r\n ზოგადი და სალაპარაკო გერმანული\r\n გერმანული სკოლის მოსწავლეებისათვის \r\n ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსი\r\n Au-Pair Programm-ით წამსვლელთათვის \r\nზოგადი და სალაპარაკო გერმანული განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის მსმენელისათვის. სასწავლო პროგრამის ფარგლებში ტარდება ლექცია-სემინარები. შეისწავლება გერმანული ენის ლექსიკის ძირითადი ფონდი და გრამატიკის უმნიშვნელოვანესი საკითხები. სასწავლო პროგრამა მიმართულია გერმანულ ენაზე სწორად და თავისუფლად მეტყველების, კითხვის, წერის, მოსმენის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე.\r\nსწავლება მიმდინარეობს დონეების მიხედვით: \r\n საწყისი დონე - A1; A2;\r\n საშუალო დონე - B1; B2;\r\n უმაღლესი დონე - C1; C2;\r\nსწავლის ღირებულება : 50 ლარი\r\n \r\nგერმანული ენის შესწავლა სკოლის მოსწავლეებისათვის მიმდინარეობს ერთი და იგივე კლასისა და დონის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულ ჯგუფში. ბავშვები, სკოლაში მითითებული სახელმძღვანელოს მიხედვით შეისწავლიან გერმანულ ენას და სხვადასხვა სახალისო თამაშებით განიმტკიცებენ ცოდნას.\r\nსწავლის ღირებულება : 50 ლარი (თვეში)\r\n\r\nეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსი განკუთვნილია აბიტურიენტთათვის, რომელთაც გამიზნული აქვთ უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ გამოცდებზე გერმანული ენის ჩაბარება. კურსი ორიენტირებულია აბიტურიენტი მაქსიმალურად მოამზადოს ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამის მიხედვით. \r\nსწავლის ღირებულება : 55 ლარი (თვეში)\r\nAu-pair Programm-ით წამსვლელთათვის გერმანიის საელჩოს გადაწყვეტილებით სავალდებულოა გოეთეს ინსტიტუტის მიერ გაცემული Start Deutsch 1 სერთიფიკატი. გთავაზობთ სასწავლო კურსს აღნიშნული გამოცდის ჩასაბარებლად. \r\nკურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მსმენელის მიერ გერმანული ენის ცოდნის დონეზე.\r\nსწავლის ღირებულება : 55 ლარი - ჯგუფში 4-6 მოსწავლე; \r\n 80 ლარი - ჯგუფში 3 მოსწავლე;\r\n 110 ლარი - ჯგუფში 2 მოსწავლე;\r\nმოსწავლესთან ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზეც ხდება სასურველ უცხო ენაში მოსწავლის ცოდნის დონის დადგენა და შესაბამის ჯგუფში ჩაწერა. \r\n „ქართული გენი“-ს მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი კურსი გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ფასის ხელმისაწვდომობით. სასწავლო ცენტრში თქვენ გელით პროფესიონალი , ყურადღებიანი და მდიდარი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პედაგოგები. თქვენ გარანტირებული გაქვთ მეგობრული, კომფორტული და სასიამოვნო გარემო. \r\n \r\n მისამართი: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. 71 (მეტრო- ტექნიკური უნივერსიტეტი) \r\nტელ: 2 359392, 557 127788; 595 217788\r\n
↧