\"ევროპის აკადემიური ცენტრი\"იწვევს მონაწილეებს პროექტისათვის -\r\n„ტრენინგ კონფერენცია საგადასახადო კანონმდებლობაში 2017″\r\nმიზნობრივი ჯგუფი:\r\n*კერძო და სახელმწიფო სექტორში მომუშავე ეკონომისტები;\r\n*ფინანსისტები;\r\n*ბუღალტრები;\r\n*იურისტები;\r\nშესაბამისი სფეროთი დაინტერესებული სხვა პირები.\r\n“ტრენინგ კონფერენცია საგადასახადო კანონმდებლობაში 2017“ – არის ყოველწლიური პროექტი, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს ორი დღის განმავლობაში გაეცნონ და ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ:\r\nსაგადასახადო კანონმდებლობაში (საგადასახადო კოდექსი, ნორმატიული აქტები) მიმდინარე წელს განცხორციელებული ცვლილებების თაობაზე;\r\nგანიხილონ მოქმედი კანონმდებლობის პრობლემური და აქტუალური საკითხები;\r\nდრო დაეთმობა მსმენელთათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებს კითხვა-პასუხის რეჟიმში.\r\nპროექტი გამოირჩევა მონაწილეთა განსაკუთრებული აქტიურობითა და ჩართულობით, რაც მათ საშუალებას მისცემს:\r\n**გაიღრმავონ ცოდნა საგადასახადო კანონმდებლობაში;\r\n**გაიუმჯობესონ მოლაპარაკებისა და საჯარო გამოსვლების უნარები;\r\n**მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება;\r\n**გაიცნონ და დაუახლოვდნენ კოლეგებს მთელი საქართველოდან.\r\nტრენინგ - კონფერენციას წაუძღვება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მრჩეველთა დეპარტამენტის საგადასახადო მრჩეველი ქ-ნი ნინო მაისურაძე.\r\n\r\nთარიღი: 21, 22 იანვარი;\r\nსამუშაო ენა: ქართული;\r\nDress Code: ოფიციალური;\r\nჩატარების ადგილი: \"ევროპის აკადემიური ცენტრი\" (სათაო ოფისი).\r\nმის. : ქ. თბილისი მ. კოსტავას N67, II სართული.\r\n\r\nპროექტში მონაწილეობის საფასური: 160 ლარი.\r\nმონაწილეობის საფასური ფარავს ტრენინგ-კონფერენციის განმავლობაში საკანცელარიო ნივთების, საგადასახადო კოდექსის, ორენოვანი სერტიფიკატისა და ყველა სხვა საჭირო ღონისძიებებისა თუ აქტივობების საფასურს.\r\nრეგისტრაციის ბოლო ვადა 20 იანვარი.\r\nრეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://goo.gl/o3oPiz\r\nდამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:\r\nტელ: (+995) 599 334 700; (0322) 238 234\r\nელ-ფოსტა: sanaia@pdcgeo.ge
↧